Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

82-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 2022 წლის 8 და 9 დეკემბერს, ტარდება სტუდენტთა 82-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სწავლების სამივე საფეხურის  სტუდენტს. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.

სტუდენტურ კონფერენციაზე იმუშავებს ექვსი სექცია:

 

1. საქართველო გზაჯვარედინზე: პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციო-კულტურული ტრანსფორმაცია;

2. ომი და მშვიდობა: კონფლიქტები კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო გზაჯვარედინზე;

3. მდგრადი განვითარება და მისი ტენდენციების კვლევა საქართველოში;

4. ახალგაზრდები და მათი გამოწვევების კვლევა საქართველოში;

5. ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება (ხორციელდება UNWomen-ის მხარდაჭერით);

6. დარგთაშორისი კვლევები (მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის)

 

მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა ატვირთონ 2 ნოემბრიდან 6 ნოემბრის 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: socpol.science@tsu.ge, ელფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ „სტუდენტური საუნივერსიტეტო კონფერენცია“, მიმოწერაში ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც (ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი), რომელმაც საპასუხო წერილით უნდა დაგვიდასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს სტუდენტის მოხსენებას.

 

აბსტრაქტის შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება 14 ნოემბრამდე

 

სექციებიდან შეირჩევნიან გამარჯვებული მომხსენებლები მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge